|
18-06-2010, 15:56
კომპანია Nintendo-მ ლოს ანჯელესში ახალი პორტატული სათამაშო აპარატი წარმოადგინა, რომლის ეკრანზე სამგანზომილებიანი გამოსახულების ხილვა სპეციალური სათვალის გარეშეა შესაძლებელი.
კონსოლი წარმოდგენილია ორი, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ეკრანით. ქვედა ეკრანი ჩვეულებრივი სენსორული დისპლეის ფუნქციას ასრულებს. სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტს კი მაყურებელი ზედა ეკრანზე ცქერისას მიიღებს.
პრეზენტაციაზე Nintendo-ს ინჟინრებმა ახალ კონსოლს პორტატულ სათამაშო მოწყობილობათა სამყაროში რევოლუციური უწოდეს და თან ახალი თამაში წარმოადგინეს, რომელიც სპეციალურად ამ კონსოლისთვის შეიქმნა.
ახალი კონსოლი, რომელიც ამჟამინდელ DS-ს თაობას შეცვლის, მაღაზიებში ამ წლის ბოლოდან გამოჩნდება. |
|