|
2-01-2010, 01:14
/GHN/ რომის პოლიციამ 52 წლის იტალიელი ბიზნესმენის სახლში აღმოაჩინა სათამაშო გიტარა, რომელიც მხატვარმა პაბლო პიკასომ თავისი შვილისთვის გააკეთა. პოლიციამ ნივთი ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ იპოვა, რომელიც პიკასოს მეგობრის, მხატვარ ჯუზეპე ვიტორიო პარისის ქვრივის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. პარისმა პიკასოსგან ნივთი საჩუქრად მიიღო, ხოლო იტალიელმა ბიზნესმენმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება, პარისს მოტყუებით გამოსძალა გიტარა. ბიზნესმენს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. |
|