|
2-10-2012, 15:05
5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" მხატვარ ნინო ფირცხალაშვილის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. მხატვარი ნინო ფირცხალაშვილი მიმდინარე წლის ივლისში 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სომეხთა გენოციდს მიუძღვნა მთელი თავისი მოღვაწეობა.
კატალოგი გამოცემულია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ. ღონისძიების ორგანიზატორია "კავაკსიური სახლი" და სომხეთის საელჩო საქართველოში. |
|