22 აპრილს, 17:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "მოლაპარაკე ქვების" ფარგლებში გამოცემული "საქართველოს პეტროგლიფების დიდი კატალოგის" ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართება.
პეტროგლიფები (ქვაზე ამოკვეთილი სიმბოლური მნიშვნელობის გრაფიკული გამოსახულებები ) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა დღემდე საქართველოში მათი არსებობა სამეცნიერო წრეებისთვისაც კი ნაკლებაც იყო ცნობილი. კატალოგი წარმოადგენს სამეცნიერო ჯგუფის 3 წლის მუშაობის შედეგს. მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული პეტროგლიფების ფოტო- და გრაფიკული გამოსახულებები. http://petroglyphs.ge/ https://www.facebook.com/pages/Petroglyphs-of-Caucasus-Georgia/379021448881936 ტელ: 599 413 213; 593 343 023