|
11-11-2012, 14:37
დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მურმან ლებანიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოს წარუძღვება დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
ღონისძიების ორგანიზატორია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი მურმან ლებანიძე 1922-2002 წლებში მოღვაწეობდა. 1972 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. |
|