|
22-10-2012, 15:56
26 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსის“ საგამოფენო დარბაზში გაიმართება სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკასა და დიზაინის ფაკულტეტის თანამშრომლის, მხატვარ ნინო ახობაძის პერსონალური ფოტოგამოფენა - „აბსტრაქცია ურბანულ სივრცეში“.
ნინო ახობაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, მხატვარ-ფერმწერის სპეციალობით. სწავლობდა რომის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. ეს მისი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენაა.
გამოფენა გალერეა “უნივერსში” 26, 29 და 30 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი. |
|