|
26-01-2010, 00:07
26 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ის გალერეა "უნივერსში" "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა. გამოფენაზე გამოვლინდება გამარჯვებული სურათები, რომლის ავტორებიც ფასიანი საჩუქრებთ დაჯილდოვდებიან. პროექტის მიზანია ფოტომოყვარულების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხშირია ქვეითად მოსიარულეთა, ეკოლოგიური, ადმინისტრაციული თუ სხვადასხვა სახის დარღვევები. |
|