|
17-07-2011, 22:29
კომპანია “BMW”-მ ავტომობილ “M3”-ის ავტორბოლისათვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა. პრეზენტაცია მიუნხენში გაიმართა. სწორედ ამ ავტომანქანით დაბრუნდება იგი ავტორბოლა “DTM”-ის 2012 წლის სეზონში. ამასთან, კომპანიამ ორი ავტომრბოლელი დაასახელა, რომელიც “BMW”-ის მარკის ავტომანქანით ძარას მქონე მანქანების ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. კონტრაქტები ენდი პრიოლსა და აუგუსტო ფარფუშთან არის ხელმოწერილი.
კომპანიას “DTM”-ის ავტორბოლაში მონაწილეობა 20 წელია, არ მიუღია. მან ამ ჩემპიონატში დაბრუნებაზე განცხადება ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა. ახალი მოდელი “M3 DTM” ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით შეიქმნა, რომელიც ძალაში მომდევნო სეზონზე შევა.
ამ დროისათვის “DTM”-ზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ 2 მარკა: “MERCEDES_BENZ” და “AUDI” არის წარდგენილი. ავტორბოლაზე სტარტს სულ 20-ზე მეტი ავტომობილი იღებს. “BMW” ავტორბოლაში 6 მანქანის გაყვანას აპირებს. medianews.ge |
|