|
27-11-2009, 17:18
დიზაინერმა ჯეიმს კალდუელმა სპორტული ცხოვრების წესის მოყვარულთათვის განკუთვნილი მობილური ტელეფონის ახალი მოდელი შექმნა. “NIKE”-ის მარკის მოწყობილობას გულის რიტმისა და მიმდინარე სიჩქარის კონტროლი შეუძლია. ამას გარდა, ახალ აპარატს სირბილის, ვარჯიშისა და სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს სტატისტიკური მონაცემებისა და დინამიკის ანალიზის ფუნქცია აქვს.
ტელეფონს სენსორული დისპლეი აქვს. მისი მეშვეობით, მომხმარებელი ინტერაქტიული ფუნქციებით სარგებლობს. ეს არასტანდარტული მოწყობილობა, სპეციალისტთა განმარტებით, ძალიან მოსახერხებელია და უამრავი მომხმარებელი ეყოლება. |
|