|
18-01-2010, 11:16
კომპანია, რომელიც მობილური კავშირების უსაფრთხოების სფეროში მუშაობს, იმ კომპიუტერული ვირუსების სახეობების მომრავლების შესახებ საუბრობს, რომლებიც სპეციალისტებს შორის ”diallers”-ის სახელითაა ცნობილი. ეს კომპიუტერული ვირუსები მობილური ტელეფონის ოპერატიულ სისტემაში აღწევენ და ტელეფონის მფლობელის ნებართვის გარეშე სხვადასხვა ნომერს უკავშირდებიან, რის შედეგადაც ტელეფონის მფლობელს უზარმაზარი თანხა ედება ვალად, რომლის ანაზღაურების შემთხვევაშიც, მისი ნაწილის ხელში ჩაგდებას დამნაშავეები ახერხებენ. თუ ამგვარ სისტემას ჰაკერები ადრე მხოლოდ კომპიუტერებში იყენებდნენ, ახლა უკვე კომპიუტერთან ერთად მათი თავდასხმის ობიექტი მობილური ტელეფონიც გახდა. |
|