|
18-11-2009, 22:55
დიზაინერმა ანასტასია ჟარკოვამ სრულიად ახლებური ფორმის მობილური ტელეფონი შექმნა. აპარატი მცენარის ფოთოლს ჰგავს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაციას “ჰაილუქ რუ” ავრცელებს. მათი განცხადებით, მომხმარებელს შეეძლება, მოწყობილობა სმარტფონის, კომუნიკატორის ან მინიკომპიუტერის დანიშნულებითაც გამოიყენოს. ახალი აპარატის საშუალებით ინტერნეტი მისაწვდომი იქნება ნებისმიერ ადგილას, რასაც ლაზერული კლავიატურა უზრუნველყოფს. მოწყობილობის დასატენად ბატარეების ანდა მზის ენერგიის გამოყენება შეიძლება. |
|