Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა ტექნოლოგიები
2-07-2010, 12:39
Gordon Murray-მ  ახალი კლასის  ავტომობილი წარმოადგინაცნობილმა ინგლისელმა დიზაინერმა Gordon Murray-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კლასის ქალაქის ავტომობილი T.25 (ბენზინზე) და T.27 (ელექტროობაზე). “Frormula1″-ის ბოლიდისა და McLaren F1-ის შემქმნელმა, 20 წლის წინ “სუპერქარების” ისტორიის გადამტრიალებლმა, ახალი მოდელის შექმნისას ხაზი გაუსვა უფრო მანქანის კომფორტსა და მანევრულობას, ვიდრე სისწრაფეს, თუმცა ზოგიერთ ასპექტში ძველი სტანდარტები შეინარჩუნა. მძღოლის ადგილი ცენტრშია მოთავსებული, კორპუსის ნაწილები ადვილი შესაცვლელია ავარიის შემთხვევაში, ძრავა არის სათავსოს ქვეშ. ავტომობილის მასა — 575 კგ-ია. მისი სიგრძეა 2,4 მ, სიმაღლე — 1,6 მ, ხოლო სიგანე - მხოლოდ 1.3მ. მომავალი მანქანა უფრო თხელია, ვიდრე გერმანული მწარმოებელი Daimler-ის პოპულარული მოდელი Smart-ი.
სალონში ექვსი კონფიგურაციაა გათვალისწინებული: მძღოლის გარდა, ამ მანქანაში შეიძლება მოთავსდეს სამი ადამიანი. უკანა ხედვის სარკეები საკმაოდ კარგადაა განთავსებული, რადგან კარგად ჩანს მძღოლის სავარძლიდან. საწვავის თავსახურები განთავსებულია კორპუსის ორივე მხრიდან.

ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ფასი შეადგენს 9 ათას დოლარს, ხოლო ელექტროძრავიანის ფასი ორმაგი იქნება.

ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ახალი ტექნოლოგია, რომელიც iStream-ის სახელითაა ცნობილია. იგი ყველა ძირითადი დეტალის სავალ ნაწილზე განთავსების საშუალებას იძლევა. ეს მანქანის წარმოების სიიოლეს განაპირობებს და ამ ტექნოლოგიით დამზადებული მანქანა გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს.

“ეს არის ყველაზე რადიკალური სიახლე მსუბუქ ავტომობილებს შორის ბოლო 100 წლის განმავლობაში”, — აცხადებს გერმანული ინჟინერულ კონსალტინგური სააგენტო IPE Engineering-ის დირექტორი ჰოლგერ ერკერი.

საბარგულის პანელი დამზადებულია გადამუშავებული პლასტიკისგან. სამცილინდრიანი ძრავა 660 სმ³ ოდენობით 88 გ/კმ ნახშირბადის გაზს წარმოქმნის.
 
 

ასევე:

  • Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა
  • ”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა
  • მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს
  • ჩინეთში ლიმუზინების სერიული წარმოება იწყება
  • "აუდი" გაზაფხულიდან მოდელ RS5-ს გაყიდის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge