|
17-09-2010, 11:48
კომპანია ”ფორდი” თავისი ავტომობილების უსაფრთხოების ახალი ბალიშებით აღჭურვას აპირებს, რომლებიც ფრონტალური დაჯახების შემთხვევაში მძღოლის ნეკნების დაზიანების შესაძლებობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველი ავტომობილი, რომელსაც ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავენ, ბაზარზე 2011 წლიდან გამოშვებული ”ფორდ ფოკუსი” იქნება.
უსაფრთხოების ახალი ფრონტალური ბალიში ამჟამინდელისგან იმით განსხვავდება, რომ ავარიის დროს მის ქვედა ნაწილში გაბერვა იზღუდება და ბალიშზე ერთგვარი ”ჯიბე” კეთდება. ამით ნეკნებზე ბალიშის ზეწოლა მნიშვნელოვნად მცირდება და შესაბამისად, ნაკლებია ტრავმატულობაც.
ამასთან, ახალი ”ფოკუსის” უსაფრთხოების სისტემას წინა ბალიშების ”გაბერვის” ხარისხის კონტროლი იმის მიხედვით შეეძლება, თუ რა დაშორებითაა საჭისგან მძღოლის თავი, რაც მისი სახისა და ყელის ტრავმის თავიდან აცილებას განაპირობებს. ამ მანძილის გაზომვას უსაფრთხოების სისტემა სავარძლის მდგომარეობის გათვალისწინებით განახორციელებს. |
|