Honda მსოფლიო მასშტაბით 437 ათას ავტომობილს გაიწვევს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Honda მსოფლიო მასშტაბით 437 ათას ავტომობილს გაიწვევს სიახლე
12-02-2010, 01:22
/IPN/ იაპონური კომპანია Honda, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი კომპანიაა, მსოფლიო მასშტაბით დამატებით 437 ათას ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო გაიწვევს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კომპანია ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-იდან გაიყვანს. გაწვევა Honda-ს 2001 და 2002 წლების Accord, Civic, Odyssey, Pilot, CL და CR-V მოდელებს და 2002 წელს გამოშვებულ Acura TL-ს ეხება.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული მოდელების მანქანებში უსაფრთხოების ბალიშებში არსებული წნევა დაშვებულ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს. მომატებულმა წნევამ კი, შესაძლოა, ბალიშის გახეთქვა და მძღოლს ტრავმა გამოიწვიოს, გამორიცხული არც ლეტალური შედეგია.
2010 წლის იანვრის ბოლოს Honda მთელი მსოფლიოს მასშტაბით 646 ათასი ავტომობილის გაწვევის შესახებ იუწყებოდა. მათ შორის 140 ათასი ავტომობილი აშშ-იდან უნდა გაეყვანა. გაწვევის მიზეზი აკუმულატორის გამომრთველის გაუმართაობა გახდა, რომელსაც გახურების შედეგად, შესაძლოა, მოკლე ჩართვა გამოეწვია.
საქართველოში Honda-ს ოფიციალური დილერი კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ კენჭაძე განმარტავს, რომ Honda-ს მარკის მანქანებს ქვეყანაში პრობლემები არ აქვს, თუმცა გაყიდვების მაჩვენებლი, მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც შემცირებულია. “ქართულ ბაზარზე პრობლემები არ არის, ჩვენთან ის მოდელები არ შემოსულა, რომელიც გაწვევას ექვემდებარება”, - აღნიშნა კენჭაძემ.
 
 

ასევე:

  • Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს
  • ”ტოიოტამ” Lexus GX 460 მოდელის გაყიდვა შეაჩერა
  • Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი, შესაძლოა, DVD-ზე გამოიცეს
  • ”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა
  • კომპანია ”ჰუავეი” სტუ-ს ახალი ტექნოლოგიის დანერგვას სთავაზობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge