|
15-04-2010, 13:07
იაპონურ კონცერნ "ტოიოტას" ისევ პრობლემები აქვს. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები წერენ.
კომპანიამ Lexus GX 460 მოდელის გაყიდვა შეაჩერა. ავტომობილის ტესტირება Consumer Reports-მა განახორციელა. ექსპერტებმა არასასურველი აღმოჩენა გააკეთეს: თითქოს ჯიპის გამძლეობის კონტროლის ელექტრონული სისტემა უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. Consumer Reports წერს, რომ განსაზღვრულ კუთხეზე მოხვევისას ავტომობილის საბურავი სრიალებს, რამაც, შესაძლოა, ჯიპის გადაბრუნება გამოიწვიოს.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში "ტოიოტას" მრავალი პრობლემა შეექმნა. რამდენიმე ხნის წინ მან აშშ-ის ბაზრიდან - 7,7 მლნ ავტომობილი, ევროპიდან - 1,8 მლნ და ჩინეთიდან 750 ათასი ავტომობილი გაიწვია. |
|