Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს. ამის შესახებ ”ბი-ბი-სი” იტყობინება. საავტომობილო კონცერნი ბრაზილიიდან დაახლოებით 200 მანქანას უკანა საბურავების პრობლემის გამო გაიწვევს. კომპანია გეგმავს, შეამოწმოს, არის თუ არა საკმარისად დაზეთილი 2009 წელს წარმოებული Novo Gol-ისა და Novo Voyage-ის მოდელების მანქანების უკანა საბურავები. ეს ბაზრიდან Volkswagen-ის მანქანების გაწვევის მესამე კამპანიაა. 2009 წლის აპრილში კომპანიამ ბაზრიდან Fox-ის მოდელის 470 000-ზე მეტი ავტომობილი უკანა სავარძლების პრობლემის გამო გაიწვია.