|
13-11-2009, 14:02
ჩინეთში Hongqi HQE ლიმუზინების სერიულის წარმოება იწყება. სახელწოდება ითარგმნება, როგორც “წითელი დროშა“ . ახალი მოდელის საბაზრო ღირებულება დაახლოებით ოთხ მილიონ იუანს შეადგენს (586 ათასი აშშ დოლარი). კომპანია FAW -ის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მოდელის შემუშავებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. პირველი 17 ავტომობილი კონსტრუირებული იქნა ქვეყნის მთავრობისთვის, ხოლო შვიდმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილ აღლუმში. მანქანის სიგრძე 6.4 მეტრია, ხოლო მასა 4.5 ტონას აღემატება. Hongqi HQE მოძრაობაში მოჰყავს ჩინეთში შემუშავებულ 12-ცილინდრიან ძრავას. ლიმუზინის თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ სალონის უკანა ნაწილში მოთავსებულია მხოლოდ ერთი სამგზავრო სავარძელი, რომელიც ცენტრშია დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ Hongqi HQE სამთავრობო ლიმუზინ “წითელი დროშის“ მეოთხე თაობაა. პირველი მანქანა 1959 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ Hongqi სახელმწიფოს პირველ პირთა მონაწილეობით გამართულ ყველა სადღესასწაულო ღონისძიებაზე გამოიყენებოდა. 2009 წლის დასაწყისში FAW-მა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს Hongqi-ის მარკის მდიდრული ყველგანმავალის სერიაში გაშვებას. მისი პროტოტიპი ერთი წლის წინ პეკინში გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ზომებით ეს ავტო Porsche Cayenne-ის მსგავსია. მის სავარაუდო კონკურენტებს შორის დასახელდა Audi Q7, BMW X5 მოდელები, ასევე იაპონური მარკების - Infiniti-ის, Lexus-ისა და Acura-ს - მოდელები. მანქანის პრეზენტაციის დროს გამოცხადდა, რომ ახალი მოდელი აღჭურვილია საკუთარი წარმოების 12-ცილინდრიანი ძრავით. |
|