|
9-03-2010, 11:34
კომპანია "აუდიმ" მოდელ RS5-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სიახლეს 4,2-ლიტრიანი ატმოსფერული, 8-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც მას კუპესგან - R8 - ერგო. მოტორი 420-იდან 450 ცხ.ძ-მდეა ფორსირებული და S-tronic-ის სიჩქარის გადაცემათა წინასელექციური 7-საფეხურიანი კოლოფით მუშაობს.
გერმანული ავტომწარმოებლის მონაცემებით, ასეთი მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,6 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნება. კლიენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, Audi-ის ინჟინრები ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 280 კმ/სთ-მდე გაზრდიან.
Audi RS5-ის კუპე აღჭურვილი იქნება Torsen-ის ხიდებშორისი დიფერენციალის მქონე, Quattro-ს სრულამძრავიანი ტრანსმისიით, რომელიც წინა და უკანა ხიდებს შორის მომენტს 40:60-ზე პროპორციით გაანაწილებს. ამასთან, სიტუაციისდა მიხედვით, წინა ხიდზე შესაძლებელი იქნება მომენტის 70%-ის გადაცემა, ხოლო უკანაზე - 85%-მდე.
განახლებულ ავტომობილს წინა ბამპერზე გაზრდილი ჰაერშემაკავებელი, რადიატორის განსხვავებული ცხაური, შეცვლილი წინა სპლიტერი და უკანა დიფუზორი ექნება. Audi RS5-ის პრემიერა მარტში, ჟენევის მოტორშოუზე შედგება. ევროპულ ბაზარზე მანქანის გაყიდვა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწყება. საბაზო კომპლექტაციის მქონე სიახლის ფასი დაახლოებით, 77,7 ევრო იქნება. |
|