საავტომობილო კომპანიებში სიახლეებია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საავტომობილო კომპანიებში სიახლეებია ტექნოლოგიები
3-07-2011, 16:28
კომპანია “Renault”-მა “Clio RS”-ისა და “Twingo RS”-ის სპეციალური მოდიფიკაციები წარმოადგინა. ეს ავტომობილები კომპანიამ ბრიტანულ სარბოლო ავტოტრასა “სილვერსტოუნს” მიუძღვნა. მისი ყოველი მყიდველი საჩუქრად სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს, რომელიც ავტორბოლაში ერთი დღით უფასოდ მონაწილეობის საშუალებას მისცემს. კომპანიის სპეცგამოშვება ვერცხლისფრად იქნება შეფერილი, რადიატორის გისოსები კი - შავად. სულ “Renault”-ი “Clio RS”-ისა და “Twingo RS”-ის 50 ეგზემპლარს გამოუშვებს. მათი შეძენა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. განსაკუთრებული მოდელის ღირებულება 19 995 ფუნტი იქნება.

2011 წლისთვის კომპანია “ვოლვო” მთელ მსოფლიოში 450 000-მდე ავტომობილის გაყიდვას აპირებს, — იუწყება “როიტერი”. წყაროს ცნობით, ასეთი პროგნოზი რეალური იქნება, თუკი გაყიდვის არსებული ტემპი შენარჩუნდება. “ამ დროისათვის შეგვიძლია, წელიწადში 400 000 ავტომობილის გაყიდვაზე ვილაპარაკოთ”, — აცხადებს კომპანიის ინფორმაციის განყოფილების დირექტორი ოლე აქსელნოვა. მისი მოსაზრებით, წლის ბოლომდე მსოფლიოში 425 000-ზე მეტი ავტომობილი გაიყიდება. ამ თვალსაზრისით, “ვოლვოსთვის” საუკეთესო 2007 წელი იყო, როცა 458 323 ავტომანქანა გაიყიდა. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვის მაჩვენებელი შეამცირა. 2010 წელს კი მსოფლიოში “ვოლვოს” მარკის მხოლოდ 373 525 მანქანის რელიზება მოხდა.

კომპანია “ბმვ”-მ “მე-6 სერიის” კუპეს ორი ახალი მოდიფიკაცია ოფიციალურად წარადგინა. ესაა: დიზელის და ოთხივე ამძრავი თვლის მქონე ავტომანქანები. აღნიშნული მოდელისათვის კომპანიამ სპორტული “მ-პაკეტი” შეიძინა. მის შემადგენლობაში, ტრადიციულად, შედის ძარას გაცილებით აგრესიული ფორმა, ბორბლის დისკების ახალი გამოშვება და ინტერიერის განსაკუთრებული გაფორმება. დიზელის ვარიანტის კუპე 313 ცხენის ძალის მქონეა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრს შეადგენს. ის ასევე აღიჭურვა “სტარტ-სტოპის” სისტემითა და “ეკო პროს” რეჟიმით. ეს რეჟიმი საშუალებას აძლევს ავტომობილს, საწვავის ეკონომიურობა მაქსიმალურად გაზარდოს. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის მაჩვენებელი ერთ კილომეტრზე 143-145 გრამს შეადგენს. დიზელის კუპეს ფასი ევროპის ბაზარზე მინიმუმ 96 900 ევროს შეადგენს. მე-6 სერიის კუპე ფართო საზოგადოებას პირველად მიმდინარე წლის მარტში წარუდგინეს.
medianews.ge
 
 

ასევე:

  • “BMW”-მ ავტომობილ “M3”-ის ავტორბოლისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა
  • Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა
  • „ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება
  • Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა
  • "აუდი" გაზაფხულიდან მოდელ RS5-ს გაყიდის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge