„ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება ---
2-12-2010, 15:43
პარიზის საავტომობილო შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, „ლამბორგინიმ“ იმ ავტომობილის ფოტოტიზერების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც საზოგადოებას პირველად სწორედ პარიზში უნდა ენახა. მაშინ ბევრმა მიიჩნია, რომ ეს ავტომობილი „მურსიელაგოს“ შემცვლელი „ჯოტა“ (ახალ ავტომობილს ჯერჯერობით სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ) იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოფენაზე არანაკლებ საინტერესო ექსპონატი, კონცეპტუალური „სესტო ელემენტო“ (მეექვსე ელემენტი) ვიხილეთ - ავტომობილი, რომლის შესაქმნელადაც იტალიურმა კომპანიამ არაერთი უახლესი ტექნოლოგია შექმნა და გამოიყენა. თუმცა ეს „ჯოტა“ მაინც არ იყო.

გავიდა ცოტა ხანი და „ჯოტაზე“ მედია ისევ ალაპარაკდა. ამჯერად ინტერნეტით ამ ავტომობილის ის ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ის შენიღბულ ფორმაში, ტესტირების დროსაა (ფოტოებზე) ასახული. ახლახან კი ინტერნეტითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის წყაროც ის ინკოგნიტო პირია, რომელიც ირწმუნება, რომ სინგაპურში „ჯოტას“ წინასაპრემიერო პრეზენტაციას დაესწრო, რომელზედაც ახალი ავტომობილის ტექნიკური ინფორმაცია გამჟღავნდა.

„ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი „გამძვინვარებული ხარი“ (ლამბორგინის ემბლემა) 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მინიმუმ 700 ცხენისძალას და 680 ნიუტონ/მეტრს იძლევა. ამასთან, ძრავის ბრუნთა რიცხვების მაქსიმალური მაჩვენებელი 8 250 ბრუნია წუთში. ძრავთან ერთდსკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული, რომელშიც საფეხურების შეცვლა 50 მილი/წამში ხორციელდება.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილზე „ლამბო“ იმ ტექნოლოგიების უმეტესობასაც გამოიყენებს, რომლებითაც „სესტო ელემენტო“ შექმნა. მათ შორის მთავარი კი კარბონის კომპოზიტის ფორმირებაა, რაც ამ შესანიშნავი მასალის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. კერძოდ, კარბონისგანაა დამზადებული მონოკოკური შასი, რისი წყალობითაც, ის „მურსიელაგოს“ შასიზე 229 კილოგრამით მსუბუქი და დაახლოებით 70 პროცენტით მტკიცეა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ავტომობილს ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა „ჯოტას“ 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

სავარაუდოდ, ამ ახალი ავტომობილის მსოფლიო პრეზენტაცია ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება.
 
 

ასევე:

  • Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა
  • საავტომობილო კომპანიებში სიახლეებია
  • "აუდი" გაზაფხულიდან მოდელ RS5-ს გაყიდის
  • Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა
  • მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge