მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს ტექნოლოგიები
9-07-2010, 15:19
ამერიკელმა მეცნიერებმა უსინათლოთა ეროვნული ფედერაციის დახმარებით უსინათლო მძღოლებისთვის პირველი ავტომობილი შექმნეს. ყველგანმავალის Ford Escape მოდელი, აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიური აპატურით, ლაზერითა და ვიდეოკამერებით, მომავალი წლის იანვარში გამოჩნდება, – აცხადებს გაზეთი Times. ამჯერად კი მისი გამოცდა მიმდინარეობს.

ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, უახლესი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რათა მხედველობაშეზღუდულმა მძღოლმა ავტომობილი დამოუკიდებლად მართოს.

როგორც სპეციალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ხონგი აცხადებს, მათ მოახერხეს “მძღოლი-შემსრულებლის” პრობლემის დაძლევა, რომლის თანახმად, მძღოლს საავტომობილო გიდი ხმოვანი საშუალებით ატყობინებს, საით უნდა მოუხვიოს და როდის "დააწვეს გაზს”.

“ჩვენ შევძელით კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან გაგვეთავისუფლებინა მძღოლი”, – განაცხადა ხონგმა.

ახალი მეთოდის თანახმად, გზის გაგნებაში უსინათლო მძღოლს სპეციალური ხელთათმანი დაეხმარება, რომლის სათითურები ვიბრირებით ამცნობს, საით უნდა მოუხვიოს. ასევე ვიბრირებით მოხდება სიჩქარის დიაპაზონში მძღოლის ორიენტაციაც, რასაც ჟილეტი უზრუნველყოფს.

სპეციალური მართვის პანელის საჰაეროებიდან მძღოლის სახისა და ხელების მიმართულებით სხვადასხვა ტემპერატურისა და ინტენსივობის ჰაერი დაუბერავს, რაც მას შემხვედრი დაბრკოლებების შესახებ მიანიშნებს.
 
 

ასევე:

  • უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოა
  • Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა
  • ”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა
  • უსინათლო მთამსვლელი მყინვარწვერს დალაშქრავს
  • „ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge