უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოა სიახლე
2-12-2010, 15:16
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 1-ლი დეკემბრიდან ყველასთვის სავალდებულოა. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

კანონის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარმებას გამოიწვევს. ჯარიმა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც უსაფრთხოების ღვედებს არ ითვალისწინებს.

თუ მძღოლმა დაკისრებული ჯარიმა დროულად არ გადაიხადა, მას 150-ლარიანი საურავი დაერიცხება, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას კი ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევით. თუმცა პირმა საურავი მაინც უნდა გადაიხადოს.

თუ საპატრულო პოლიციელი ღვედი გამოუყენებლობის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება. თუ ამ შემთხვევაში მესაკუთრე ჯარიმას, შემდეგ კი საურავს არ გადაიხდის, სატრანსპორტო საშუალებას გაუყიდიან.
 
 

ასევე:

  • დღეს გაიხსნება გამოფენა “დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი”
  • 31 იანვარს გაიმართება ღონისძიება "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი"
  • ”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა
  • საქალაქო ტრანსპორტში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა მცირდება.
  • მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge