|
31-01-2010, 00:33
31 იანვარს, 12:00 საათზე, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტის "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში" მართავს ღონისძიებას, სახელწოდებით "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი", რომელშიც მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები. ღონისძიების ფარგლებში გასართობ ცენტრ "ასტრა პარკში" მოსული სტუმრები შეეჯიბრებიან ერთმანეთს კარტინგის სწრაფად და უსაფრთხოდ მართვაში. შეჯიბრში გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები, რომელთაც სპეციალური პრიზებიც გადაეცემათ. "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდის მხარდაჭერით დაარსებული ორგანიზაციია საქართველოში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციაზე და ამ სფეროში საგზო გადოების ინფორმირებაზე მუშაობს. |
|