|
1-11-2009, 16:08
“მერსედეს ბენცმა” პრაქტიკულად დაასრულა Audi A5 Sportback-ისა და Volkswagen Passat CC-ის კონკურენტის, ახალი თაობის ოთხკარიანი კუპე CLS-ის ტესტური გამოცდა. მოდელს, სავარაუდოდ, გადამუშავებულ ბამპერები, თანამედროვე განათების ტექნიკა და შეცვლილი აეროდინამიკური საფარი ექნება. ავტომობილის ძალოვან აგრეგატებში სერიოზული ცვლილება არ იქნება. ახალი “მერსედეს ბენცი” 2010 წლის ბოლოს გაიყიდება, მისი პრეზენტაცია კი გაზაფხულზე ჟენევაში გაიმართება. |
|