|
23-10-2012, 16:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტრანეტში ახალი სერვისი შეიქმნა. სტუ-ის ქსელის მართვის ცენტრი უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ქსელური სერვისებით მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონული განაცხადის საშუალებით. ასევე, იმუშავებს ონლაინდახმარების რეჟიმი. ელექტრონული განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის საიტზე (http://gtu.ge/network/register.php). |
|