დაფინანსება ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დაფინანსება ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სიახლე
20-05-2015, 17:38
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო (SDSU) აცხადებს დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღების მეორე ეტაპს საქართველოში შემოთავაზებულ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 25 ივნისი 2015

SDSU-საქართველოს პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შესაძლებელია სრული (100%-იანი) ან ნაწილობრივი (75%-იანი, 50%-იანი და 25%-იანი) დაფინანსების მოპოვება. დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა უნდა შეავსონ SDSU-საქართველოს ფინანსური დახმარების განაცხადის ელექტრონული ფორმა: http://georgia.sdsu.edu/sub/financeform.html. წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან 150-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, საქართველოში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. ლექციებს SDSU-ს ამერიკელი პროფესორები ჩაატარებენ. SDSU-საქართველოს სტუდენტებს აგრეთვე ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს ამერიკაში. იგი აღიარებულია, როგორც საუკეთესო მზარდი და ინოვაციური ცვლილებების დამნერგავი სასწავლებელი "U.S. News & World Report"-ის მიერ და ითვლება აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან უნივერსიტეტად სტუდენტების შემადგენლობის მიხედვით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამები განხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამებზე ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის წარმოებს ეროვნული გამოცდების გავლით. 2015 წელს, მსურველებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

** ქიმია/ბიოქიმია - (კოდი 0010112) 50 ადგილი
** ელექტრული ინჟინერია - (კოდი 0010112) 50 ადგილი
** კომპიუტერული ინჟინერია - (კოდი 0010112) 50 ადგილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

** ელექტრული ინჟინერია - (კოდი 0100405) 50 ადგილი.
** კომპიუტერული ინჟინერია - (კოდი 0100405) 50 ადგილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

** ქიმია/ბიოქიმია - (კოდი 0031102) 50 ადგილი
** ელექტრული ინჟინერია - (კოდი 0031101) 50 ადგილი
** კომპიუტერული ინჟინერია - (კოდი 0031101) 50 ადგილი

საქართველოს მოქალაქეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 დოლარს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენს. სტუდენტებს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის გარდა) შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ სრული დაფინანსება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. დაფინანსების მოპოვებისათვის აუცილებელია SDSU-საქართველოს ფინანსური დახმარების განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება: http://georgia.sdsu.edu/sub/financeform.html.

შევსების პროცედურებთან დაკავშირებით ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება ტელეფონზე: 229 08 20, 593498512 ან მისვლა ოფისებში ღია კარის დღეზე, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 2-იდან 5 საათამდე: თსუ-ის მეორე კორპუსში, ოთახი #101 და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი ოთახი #107.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 32 229 08 20, 593498512
email: Georgiainfo@mail.sdsu.edu
ვებ-გვერდი: http://georgia.sdsu.edu; https://www.sdsu.edu
Facebook: SDSU.Georgia

 
 

ასევე:

  • სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი სტუ-ში ლექციას წაიკითხავს
  • საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობები გაძლიერდება
  • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე იწვევს
  • სტუ მილენიუმის პროექტში მონაწილეობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge