სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი სტუ-ში ლექციას წაიკითხავს » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი სტუ-ში ლექციას წაიკითხავს სტუ
16-11-2015, 15:39
17 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი მორტეზა (მონტე) მეჰრაბადი, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მორტეზა მეჰრაბადი განიხილავს SDSU-ში მიმდინარე უახლეს კვლევებს. თავის გამოსვლაში ის აღწერს SDSU-ს ჩართულობას აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სენსომოტორული ნეირონული ინჟინერიის ცენტრის მუშაობაში.

SDSU-ს მკვლევრები მუშაობენ ნერვულ-ინტერაქტიული სისტემების განვითარებაზე, რათა ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებს აღუდგინონ ფუნქცია და მოძრაობის უნარი. პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მკვლევართა და მრეწველობის ერთობლივ საქმიანობას ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად, იმისთვის, რომ დაეხმარონ პარალიზებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ეს ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს კომპიუტერების გამოყენების სფეროების გაზრდასაც. დოქტორი მეჰრაბადი განიხილავს ამ პროექტის მიმდინარე აღმოჩენებს. გარდა ამისა, მორტეზა მეჰრაბადი ისაუბრებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მასალების კვლევაზე SDSU-ში.

მორტეზა მეჰრაბადი არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტია (SDSU) ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, მეცნიერებათა დოქტორი.

მორტეზა მეჰრაბადიმ თეირანის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი კი ტულეინის უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად ის არის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მიწვეული ლექტორი იყო მყარი სხეულების მექანიკის ლაბორატორიაში (პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პალეზო, საფრანგეთი); ტოჰოკუს უნივერსიტეტში (სენდაი, იაპონია); კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო); საზღვაო კვლევის ლაბორატორიაში (ვაშინგტონი).

დოქტორი მეჰრაბადი ჟურნალ „მასალების მექანიკის“ სარედაქციო საბჭოს წევრია. მანამდე ის მუშაობდა „პლასტიკურობის საერთაშორისო ჟურნალის“ რედაქციაში. მეჰრაბადი არის Tau Beta Pi-ს, Pi Tau Sigma-სა და საინჟინრო განათლების ამერიკული საზოგადოების (ASEE) წევრი.

მეჰრაბადის პუბლიკაციები, ძირითადად, მასალების თემაზეა, კერძოდ, მასალების დეფორმაციის მიკრომექანიკური ასპექტები; გრანულარული მასალების მექანიკური ქცევის მოდელირება, ქსოვილების მექანიკა, შენახვის კანონები და სხვა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.


 
 

ასევე:

  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე იწვევს
  • დაფინანსება ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე
  • საჯარო ლექცია „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე
  • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge