გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრში განცხადებების მიღება იწყება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრში განცხადებების მიღება იწყება სიახლე
23-01-2011, 03:08
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება იწყება. ცენტრის მსმენელად ჩაირიცხება ის პირი, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) საბუნებისმეტყველო დარგში ან რომელიმე კონკრეტულ ტექნიკურ სპეციალობაში.

კურსის გავლისა და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოსაშვები სამუშაოს შესრულებისა და ამ სამუშაოს დადებითად შეფასების შემდეგ, მსმენელი ღებულობს უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ცენტრში სასწავლო კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღება მსმენელისათვის უფასოა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

განცხადებები მიიღება 2011 წლის 1-ლი თებერვლიდან 25 თებერვლამდე, ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), 10:0-იდან 15:00 საათამდე.

ცენტრში სასწავლო პროცესი დაიწყება 2011 წლის 28 თებერვლიდან და გაგრძელდება თხუთმეტ კვირას. მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე (გარდა კვირადღისა), დღის მეორე ნახევარში.

დაწვრილებითი ცნობების მისაღებად და განცხადების ჩასაბარებლად მსურველები უნდა მივიდნენ მისამართზე: სტუ-ის № 1 სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი № 538, საინჟინრო გრაფიკის მიმართულება (პროფესორი გიორგი წულეისკირი).
 
 

ასევე:

  • სტუ-ში გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი გაიხსნა
  • “თაბაშირმუყაოს” სასწავლო ცენტრში მიღება ცხადდება
  • “თაბაშირმუყაოს” სასწავლო ცენტრში მიღება ცხადდება
  • “თაბაშირმუყაოს” სასწავლო ცენტრში მიღება ცხადდება
  • ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგები იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge