სტუ-ში გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება სტუ
1-07-2013, 16:16
ხვალ, 2 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარ სააქტო დარბაზში გაიმართება “ერაზმუს მუნდუსის” 2012-2013 სასწავლო წლის გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან საზეიმო შეხვედრა – Pre-Departure Orientation -PDO. ღონისძიებაში მონაწილობენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ოლივერ რაისნერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, Erasmus Student Network-ის ადგილობრივი სექციის (ESN Tbilisi ISU) პრეზიდენტი ბექა ბერიაშვილი, Erasmus Mundus Students and Alumni Association-ის ევრაზიული განყოფილების პრეზიდენტი კატერინა შალაევა და სხვები.

შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია Erasmus Student Network-ი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. პროექტს მხარს უჭერს Tempus-ის ეროვნული ოფისი, ასევე Erasmus Mundus Alumni Association-ი და პროექტის პარტნიორი თერთმეტი ქართული უნივერსიტეტი.

შეხვედრაზე ხაზი გაესმება “ერაზმუს მუნდუსის” პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის. სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულებს კი წარმატებას მიულოცავენ. ღონისძიების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდონ მათთვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია “ერაზმუს მუნდუსის” პროექტის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებით. სტუდენტებისთვის მოეწყობა პრეზენტაციები “ერაზმუს მუნდუსის”, ერაზმუსის სტუდენტური ქსელისა და “ერაზმუს მუნდუსის” სტუდენტებისა და ალუმნის ასოციაციის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება ვიდეოჩართვა ერაზმუსის სტუდენტური ქსელის საერთაშორისო პრეზიდენტთან, ემანუელ ალფანსედერთან. ღონისძიების დასასრულს პროფესორი ირის შნაიდერი ჩაატარებს ტრენინგს კულტურული განსხვავებების შესახებ.
 
 

ასევე:

  • გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
  • სტუ-ში IANUS II-ის პრეზენტაცია გაიმართა
  • გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სტუ-ში შეხვედრა ტარდება
  • გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სტუ-ში შეხვედრა ჩატარდა
  • ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge