ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა სტუ
30-01-2012, 22:27
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. “ერასმუს მუნდუსის” მეორე აქტივობის პროექტის, “ალრაკისის” საინფორმაციო შეხვედრას პროექტის კოორდინატორები სტუ-ში - ნიკო აბზიანიძე და ნინო ცომაია უძღვებოდნენ. მათ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია “ერასმუ მუნდუსის” პროექტის, კერძოდ, “ალრაკისის” შესახებ.

პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

“ერასმუს მუნდუსი” არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, “ერასმუს მუნდუსი” ხელს უწყობს ევროპის უნივერსტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობას.

ამჟამად, “ერასმუს მუნდუსის” პროგრამაში საქართველოს 5 უნივერსტეტი მონაწილეობს. ესენია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

მობილობის პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრებიან პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სამუშაოდ. Erasmus Mundus ჰყავს 3 სამიზნე ჯგუფი და მის ფარგლებში ხდება ხუთი კატეგორიის ინდივიდუალური მობილობის პროგრამის დაფინანსება: საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტსადოქტორო, აკადემიური პერსონალი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
  • კონკურსი ERASMUS MUNDUS-ის მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
  • გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სტუ-ში შეხვედრა ტარდება
  • გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სტუ-ში შეხვედრა ჩატარდა
  • ACTIVE -თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge