საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების MID, ALRAKIS II საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს.
პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს.
განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
MID - 2013 წლის 11 დეკემბერი, ხოლო დანართების გაგზავნის ბოლო დღე - 2013 წლის 18 დეკემბერი.
ALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
MID - http://www.utu.fi/en/sites/mid/Pages/home.aspx
ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733