საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო DAAD-სა და DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდი) ერთობლივი სტიენდიები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მანონ ჯიჯიეშვილი. DAAD/OSI-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა ელიზაბეტ ფენორმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, როგორც გერმანული, ისე ინგლისური ენის მცოდნეები. ასევე დოქტორანტები, მეცნიერ-თანამშრომლები და პედაგოგები.
ელიზაბეტ ფენორის განცხადებით, DAAD-ის სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობისთვის, ხოლო DAAD/OSI ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები. სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, DAAD-ს ლექტორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორმა ჰაინერ დინტერამ.