|
13-10-2012, 01:14
18 ოქტომბერს, 12:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ-ს ადმინისტრაციული შენობა, აუდიტოირია #320) გაიმართება DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება DAAD-სა და DAAD/OSI (ღია საზოგადოების ფონდი) ერთობლივი სტიენდიები. DAAD-ს სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობისთვის, ხოლო DAAD/OSI ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, როგორც გერმანული, ისე ინგლისური ენის მცოდნეებს. ასევე დოქტორანტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს/პედაგოგებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ასევე, მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები.
სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325 |
|