ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა სიახლე
27-01-2011, 13:59
26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ევროკომისიის FP-7 სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულების (MARIE CURIE – დაფინანსებადი სამეცნიერო პროგრამა) ფარგლებში, ბრიუსელსა და თბილისს შორის, ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოში, ოლივერ რაისნერმა გახსნა. ბრიუსელიდან საუბრობდნენ განათლებისა და კულტურის მიმართულების გენერალური დირექტორები ლუიზა მაჯიო და ედუარდა კასტელანო.

ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განიხილეს სხვადასხვა დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიუანსებს უნდა მიექცეს ყურადღება პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან, საგრანტო პროგრამაზე პროექტის შეტანის დროს, მაგალითად, როგორ უნდა შედგეს ბიუჯეტი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი და რა აუცილებელ დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება პარტნიორის შერჩევისას.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება
  • სამუშაო შეხვედრა სტუ-ში - პროექტი NoGAP
  • ევროკომისიის პროექტის ფარგლებში სტუ-ში ტრეინინგი გაიმართა
  • სტუ-ში ელექტრონული სწავლების მიმართულებით ვიდეოკონფერენცია ტარდება
  • ACTIVE -თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge