ვერა ქობალია და კოკა სეფერთელაძე “Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ვერა ქობალია და კოკა სეფერთელაძე “Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ სიახლე
27-04-2012, 19:52
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე “Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სტუდენტების გაცნობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მხრიდან დამსაქმებლების და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო.

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2500- მდე სტუდენტს დაასაქმებს.

ვერა ქობალიამ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით 1500 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

"ეკონომიკის სამინიტრომ სტუდენტების დასაქმებისას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინა: ერთი ის, რომ გვინდოდა შეგვექმნა ვაკანსიები, სადაც მომავალში სტუდენტები რეალურად შეძლებენ დასაქმებას. მეორეც, გავითვალისწინეთ, რომ ბევრ სტუდენტს ზაფხულს პერიოდში უნდათ თავიანთ სახლებში დაბრუნება, ამიტომ რეგიონის მასშტაბით 1500 ვაკანსია შეიქმნა", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სფეროში დასაქმებული სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ობიექტებზე იმუშავებენ: "საქართველოს რკინიგზა", "საქაერონავიგაცია", "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური", საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია, "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო", "ბორჯომის პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი“,"საქართველოს ფოსტა", სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო საწარმოები, მუნიციპალიტეტები და სხვა.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
 
 

ასევე:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს
  • მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
  • ”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა
  • სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge