სტუ-ის 12 სტუდენტი “მაგთიკომის” სტიპენდიანტი გახდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის 12 სტუდენტი “მაგთიკომის” სტიპენდიანტი გახდა სტუ
11-04-2013, 18:17
სტუ-ის 12 სტუდენტი “მაგთიკომის” სტიპენდიანტი გახდა კომპანია “მაგთიკომმა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. “მაგთიკომის” ცენტრალურ ოფისში 12 სტიპენდიატის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია “მაგთიკომის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტიპენდიები სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების 6-6 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა. დიპლომებითა და სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები: მერი გოგოლაძე - II კურსი, 98,5 ქულა, მარიამ მკერვალი - II კურსი, 94,8 ქულა, ნიკა ადეიშვილი - III კურსი, 91,8 ქულა, სანდრო მაისურაძე - III კურსი, 91,5 ქულა, ანა კაკაბაძე - IV კურსი, 96,2 ქულა, კოტე ბეგიაშვილი - IV კურსი, 95,2 ქულა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები: თეონა გნოლიძე, IV კურსი, 99 ქულა, გიორგი დარჩიაშვილი, IV კურსი, 100 ქულა, ლაშა იოსებიძე, III კურსი, 99,83 ქულა, ნანული დანელია, III კურსი, 100 ქულა, ნოდარ დარჩიაშვილი, II კურსი, 99 ქულა, თამარ ჟვანია, II კურსი, 99,70 ქულა.

“მაგთიკომის” პრეზიდენტის, დევიდ ლის განცხადებით, კომპანია ცდილობს, ხელი შეუწყოს საუკეთესო აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ სტუდენტებს. “ჩვენ ამით ქართულ საქმეს ვაკეთებთ”, - აღნიშნა მან.

როგორც “მაგთიკომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო სურგულაძემ განაცხადა, კომპანია მხოლოდ სტიპენდიების დანიშვნით არ შემოიფარგლება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ.

“მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბის საქმე წამოიწყო თავის დროზე ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ბატონმა გია ჯოხთაბერიძემ. მან, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო და აქამდე მოიყვანა კომპანია, რომელიც დღეს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ბუნებრივია, დღევანდელ დღეს დიდად სასიხარულოა სტიპენდია ახალგაზრდისთვის, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ ხარ სტიპენდიანტი. მაღალტექნოლოგიური კომპანიის სტიპენდიანტის სახელი სტუდენტისთვის ბევრს ნიშნავს”, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის განცხადებით, სტუდენტებს დაამახსოვრდებათ ეს დღე, როდესაც საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მოწინავე კომპანიამ ასეთი საჩუქარი გაუკეთა. “დღევანდელი დღე მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კომპანიის სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის დონე”, - განაცხადა მან.

დაჯილდოების შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყო სემინარი - “ერთი დღე მაგთისთან ერთად“. ახალგაზრდებმა “მაგთიკომის” ოფისი დაათვალიერეს და კომპანიის მუშაობას გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგთიკომის სტიპენდიანტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია 2012 წლის 9 ნოემბერსაც გაიმართა. “მაგთიკომის” სტიპენდიანტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი გახდა. პროექტი "მაგთიკომის სტიპენდია", რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტის გამოვლენასა და დაჯილდოებას ისახავს მიზნად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. “მაგთიკომმა” ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია დააწესა. საუკეთესო სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. “მაგთიკომი” სტუდენტთა წახალისების გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულებსაც აძლევს შანსს, ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ და მაგთიკომის თანამშრომლები გახდნენ. კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებიდან არჩევს შესაფერის კანდიდატებს. შარშან, შემოდგომაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 15 კურსდამთავრებული სპეციალური შერჩევისა და ტესტირების საფუძველზე “მაგთიკომის” ცხელი ხაზის თანამშრომელი გახდა.
 
 

ასევე:

  • “მაგთიკომის” სტიპენდიანტი სტუ-ის კიდევ 12 სტუდენტი გახდება
  • სტუ-ის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა
  • სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა, მინისტრმა და “მაგთიკომმა” მიულოცეს
  • საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების ავტორები დააჯილდოვეს
  • სტუ-ში “სტუდენტური სერვისცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge