|
1-01-2010, 03:00
/GHN/ ამერიკის კინოხელოვნების აკადემიამ ოსკარის პრეტენდენტების შერჩევა დაიწყო. პრეტენდენტების შერჩევაში მონაწილეობას კინიოაკადემიის 5777 წევრი მიიღებს. მათ უკვე დაურიგდათ ბიულეტენები. 23 იანვრამდე კინოაკადემიის წევრებმა უნდა გამოავლინონ ყველაზე ღირსეული პრეტენდენტები, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცედურის შესაბამისად გამოვლინდებიან ოსკარტის ნომინანტები. პრეტენდენტების სია 2010 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდება, რის შემდგომაც ხმის მიცემის მეორე ტურიჩატარდება. საბოლოო შედეგებს გამოარკვევს აუდიტორული კომპანია, რომელიც სრული საიდუმლოების პირობებში დაითვლის ხმებს. გამარჯვებულთა ვინაობა კი ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, 2010 წლის 7 მარტს დასახელდება. |
|