|
25-01-2010, 19:41
/GHN/26 იანვარს, 18:00 საათზე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც ნავთობპროდუქტების ბიზნესში 2009 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია დასახელდება. კავშირის ინფორმაციით, ძირითადი ნომინაციაა - 2009 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელ ორგანიზაციასთან ერთად დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები - საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანია; კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული; ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა 2009 წელს საქართველოში; საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი და სხვა. |
|