|
28-03-2012, 12:40
პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე დიდი მოთხოვნა მომსახურების სფეროებზეა.
"დღევანდელი მონაცემებით, 20 მარტიდან პროფესიულ კოლეჯებში დარეგისტრირდა 2 000 მსურველი. მინდა დავამატო, რომელ პროფესიებზეა აქცენტი გაკეთებული. ესაა, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროები. მისასალმებელია, როცა სამშენებლო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზეა ინტერესი, საკმაოდ დიდი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორედ ამ პროფესიებზეა მოთხოვნა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს მოხდეს დაინტერესებული პირების გადამზადება, დაფინანსება და ხელშეწყობა, რათა ისინი შესაბამის პროფესიას დაეუფლონ და, რაც მთავარია, დასაქმდნენ", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. |
|