"ჯიარის" ტიპის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი დაფინანსდება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ჯიარის" ტიპის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი დაფინანსდება სიახლე
1-05-2012, 22:12
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივებსაც შეეხო. მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ქართული სტუდენტური ბარათების კონცეფციაზე. ამ ბარათით ნებისმიერი სტუდენტი ისარგებლებს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და მათზე გარკვეული ფასდაკლებები და შეღავათები გავრცელდება როგორც ტრანსპორტით მგზავრობისას, ისე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებსა და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრებში მომსახურების დროს.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიონ სტუდენტებს. უნდა ითქვას, რომ სტუდენტური ბარათით სარგებლობა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზედაც მანჯგალაძემ გაამახვილა ყურადღება, სტუდენტების სწავლის დაფინანსებას შეეხებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვერ მიიღეს სწავლის დაფინანსება, უმაღლესში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, ეძლევათ გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ამ პროგრამაში პირველ ეტაპზე ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოგვიანებით კი პროგრამას ყველა სახელმწიფო სასწავლებელი შეუერთდება.
president.gov.ge
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტი სტუდენტებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა
  • პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა
  • სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა
  • პროფესიულ კოლეჯებში ყველაზე დიდი მოთხოვნა მომსახურების სფეროებზეა
  • 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge