პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა სიახლე
11-06-2012, 19:03
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ - გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.

პრეზიდენტის თქმით, ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვინაიდან ბარათს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მისი მფლობელები ყველა მიმართულებით იქნებიან პრივილეგირებული. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის კიდევ ბევრი შეღავათის დაწესება იგეგმება. მისი თქმით, მომავალ წელს რეგიონების წარჩინებული სტუდენტებისთვის შემოიღებენ სტიპენდიების სისტემასაც, რათა დაცული იყოს სოციალური სამართლიანობის პრინციპი.

ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტური დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და თუკი წელს ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფო სტრუქტურები იყო, მომავალ წელს უფრო აქტიური ბიზნესსექტორი იქნება.

პრეზიდენტმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებაც ისაუბრა და ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების ახალ სისტემაზე გაამახვილა. იგი მასწავლებელთა სერთიფიცირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამიერიდან, სერტიფიკატების აღებას პედაგოგები იუსტიციის სახლებში შეძლებენ.

პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე 2012 წლიდან აქვს. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.

სტუდენტური ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.studentcard.ge
 
 

ასევე:

  • სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა
  • პრეზიდენტმა სტუდენტური ფასდაკლების ბარათის გამოყენების წესი დაამტკიცა
  • პრეზიდენტი სტუდენტებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა
  • "ჯიარის" ტიპის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი დაფინანსდება
  • საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის სახლი“ გახსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge