|
4-03-2010, 01:18
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს გარდაცვლილი 4 მაღაროელის ხსოვნის პატივსაცემად მიიღო.
"საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება. ამასთან პრეზიდენტის დავალებით ინცინდენტის გამოძიება დეტალურად მოხდება და ავარიის გამომწვევი მიზეზები დადგინდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის დავალებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და მთავრობის წევრები ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს გაეცნობიან და დაზარალებული და დაღუპული ოჯახის დახმარებაზედაც იზურნებენ.
"მაღაროში ოთხი დაღუპულის მიზდონ ონიანის, გიორგი ბრეგაძის, მურმან კუპრაშვილისა და ჯუმბერ ჯაშიაშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ მომხდარის გამოძიება მოხდება, რათა მსგავსი ინცინდენტები მომავალში თავიდნა იქნას აცილებული", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ტყიბულის მაღარო იმაზე დიდი დატვირთვით მუშაობდა, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდის დროს ხდებოდა. ასევე მოხდა ახალი ტექნოლოგიების შეტანა და მაღაროს გადაიარაღება მუდმივად მიმდინარეობს. |
|