გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევა დაიწყო » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევა დაიწყო სიახლე
8-02-2011, 01:20
8 თებერვალს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევის პროცესს დაესწრება (მინდელისN9).

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევის პროცესი დაიწყო.მეთვალყურეთა შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ამჟამად მიმდინარეობს პირველი შესარჩევი ეტაპი, სადაც მოწმდება, შეუძლია თუ არა მეთვალყურეს კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, გადატვირთვა, კონკრეტული მისამართის მოძებნა ინტერნეტში და სხვა.

მისაღები გამოცდებისაგან განსხვავებით, გამოსაშვებ გამოცდებზე მეთვალყურეებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების ელემენტარული ცოდნა მოეთხოვებათ.

მეთვალყურეთა შერჩევის პირველი ეტაპი დღეში 6 სესიად მიმდინარეობს. 11:00 საათიდან 16:00 საათის ჩათვლით, ყოველ სრულ საათზე, 30-40 მეთვალყურის გამოცდა იწყება. თბილისში, მეთვალყურეთა შერჩევის პროცესში, აღმოსავლეთ საქართველოდან დარეგისტრირებული ყველა მსურველი მონაწილეობს. 17 თებერვლიდან კი ანალოგიური პროცესი ბათუმში დაიწყება, სადაც დასავლეთ საქართველოდან დარეგისტრირებული კანდიდატები შერჩევის პირველ ეტაპს გაივლიან. გამოსაშვებ გამოცდებზე მეთვალყურეობის სურვილი 3000-ზე მეტმა კანდიდატმა გამოთქვა.

2011 წლის მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვებ გამოცდებზე 1500-ზე მეტი მეთვალყურე იმუშავებს. მეთვალყურეები კონკრეტულ სექტორში საგამოცდო პროცესის სწორად წარმართვაზე იქნებიან პასუხისმგებლი.

2011 წელს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები პირველად ტარდება. გამოცდები კომპიუტერული (ჩCAT-ის) სიტემით ჩატარდება.
 
 

ასევე:

  • მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა
  • დღეს საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსის ბოლო ეტაპი ჩატარდება
  • საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge