მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს სიახლე
19-05-2012, 23:26
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს, საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვლოს განათლებისა დ მეცნიერბის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.

თბილისის №89-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, პრეტესტი, ერთი მხრივ, დამატებითი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, ტესტური დავალებების ნიმუშებს და კომპიუტერულ სისტემას გაეცნონ, მეორე მხრივ კი, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გამოსაშვები გამოცდების წინ გენერალური რეპეტიცია გაიარონ.

19 მაისს პრეტესტი 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უცხო ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის დავალებებზე იმუშავეს.

20 მაისის განრიგის მიხედვით კი, მოსწავლეები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მათემატიკის ტესტებზე იმუშავებენ.

პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს მეთორემეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 30 მაისს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • ყველა აბიტურიენტი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას
  • საატესტატო გამოცდები დაიწყო
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge