გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს სიახლე
12-04-2011, 11:25
დღეიდან, 12 აპრილიდან, გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს. გენერალური რეპეტიცია 12-იდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რაიონის 326 სკოლა მიიღებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 326 სკოლის 14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი 12-იდან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის. მოსწავლეები იმუშავებენ პორტატულ კომპიუტერებზე, რომელთა მსგავსს მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ.

გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა. გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს, 10:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება. მესამე და მეოთხე სესია მათემატიკის ტესტურ დავალებებზე მუშაობას დაეთმობა.

გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 15 აპრილს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდით დასრულდება.
 
 

ასევე:

  • გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
  • ყველა აბიტურიენტი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას
  • გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge