ყველა აბიტურიენტი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ყველა აბიტურიენტი პრეტესტში მიიღებს მონაწილეობას სიახლე
3-04-2011, 02:08
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.

2-იდან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს გამოცდაზე მიიღებენ.

საგამოცდო პროცესისგან განსხვავებით, საცდელი რეჟიმისას ე.წ. ,,გაჩერების წესი“ მოხსნილი იქნება, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.

ყველა საგამოცდო საგანში საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.

სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება და გარდა მეთორმეტეკლასელებისა ნიმუშების გაცნობა ყველა დაიტერესებულ პირს შეეძლება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს
  • მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • საგამოცდო რესურსცენტრებში სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge