გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა სიახლე
18-03-2011, 11:50
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გამოცდების მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის "მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (“აბიტურიენტი", “სასკოლო ტესტები" და სხვ).

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგების საყურადღებოდ აცხადებს, რომ აღნიშნულ და სხვა მსგავს გამოცემებს შეცდომაში შეჰყავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები.

"გამომცემლები და ავტორები მოსწავლეებს უჩენენ ცრუ მოლოდინს, თითქოს გამოცდისას მსგავს დავალებებზე მოუწევთ მუშაობა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ არც აღნიშნულ გამოცემებში გამოქვეყნებული ტესტების ხარისხსა და გამართულობაზე აგებს პასუხს. ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი შედგენილია ტესტურ დავალებათა ნიმუშები. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეუძლიათ მოემზადონ იმ კრებულების დახმარებით, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელიწადს ყველა საგნისთვის გამოსცემს", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უნდა იხელმძღვანელონ "2011 წლის მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების მინიმალური სტანდარტით", რომელიც გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრისა (www.naec.ge) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს (www.mes.gov.ge) ოფიციალურ ვებგვერდებზე.

გარდა ამისა, გამოცდების ერონული ცენტრი აპრილში გეგმავს მასშტაბურ პრეტესტს, რომლის დროსაც სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საგამოცდო საგანში ტესტური დავალებების მიღება და ვარჯიში შეეძლებათ.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • გამოცდების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდებისთვის ფართომასშტაბიან აპრობაციას იწყებს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი სემინარს გამართავს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი გალელ აბიტურიენტებს უმასპინძლებს
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი მკითხველს ახალ გამოცემას შესთავაზებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge