|
16-10-2009, 11:46
16, 17 და 18 ოქტომბერს გამოცდების ეროვნული ცენტრი მედიის წარმომადგენლებისთვის თელავში სემინარს გამართავს.
სემინარის მიზანია, მედიისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაგეგმილი სიახლეები იქნება.
ცენტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და სხვა, მედიისთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. |
|