|
17-02-2012, 21:56
დღეს, 18 თებერვალს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი გალის რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლებს. ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გალელ მოსწავლეებს დეტალურად გააცნობენ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესს, ისე 2012 წლის გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს.
გალის რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებსა და სკოლებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ მასალებსაც გადასცემს. naec.ge |
|