|
4-03-2011, 00:55
4 მარტს, 14.00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ინტერნეტით რეგისტრაციის პროცესს დაესწრება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია აბიტურიენტებს ინტერნეტითაც შეეძლებათ. ამ მიზნით პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ მოსწავლეებს სკოლის კომპიუტერული კლასი დაუთმო.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალონ არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
რეგისტრაციის პროცესი შეწყდება 25 მარტს. |
|